ჯუმლა მრავალი განსხვავებული ტიპის მოდულით არის აღჭურვილი, მაგრამ პრინციპში მხოლოდ ერთი მათგანი - მომხმარებლის მოდული (Custom HTML module) იძლევა თქვენი შეხედულებით ტექსტისა და სურათების დამატების საშუალებას.
ახალი მოდულის შესაქმნელად გახსენით Extentions> Module Manager და დაწკაპეთ "New".
ჯუმლა მოგთხოვთ აირჩიოთ მოდულის ტიპი. მოდულის მრავალი განსხვავებული ტიპები არსებობენ, რომელთაც ფუნქციების ფართო სპექტრის შესრულება შეუძლიათ. ჩვენი ამოცანის - ტექსტური და ვიზუალური ინფორმაციის განსათავსებლად ჩამოშლილი მოდულის ტიპებიდან (module type) ავირჩიოთ: Custom HTML.
მოდულის დასახელებას/სათაურს (1) და შიგთავსს (4) ქმნით ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი სტატიისათვის. განსაზღვრეთ გინდათ თუ არა რომ გამოჩნდეს მოდულის სათაური (2) საიტზე და განსაზღვრეთ სად - რომელ პოზიციაზე (3) უნდა გამოქვეყნდეს მოდული.
მენიუსთან დაკავშირების - "Menu Assignment" (1) ტაბზე დაწკაპვით შეძლებთ შეარჩიოთ ის გვერდები (მენიუს ელემენტები), სადაც გინდათ რომ გამოჩნდეს მოდული. მოდულის მიბმის (Module Assignment) ჩამოსაშლელ მენიუში (2) შეარჩიეთ მიბმის თქვენთვის სასურველი ტიპი და მენიუს შერჩევის (Menu Selection) ზონაში მონიშნეთ სად უნდა გამოჩნდეს (ან არ გამოჩნდეს - მოდულის მიბმის ტიპის მიხედვით) აღნიშნული მენიუ. არ დაგავიწყდეთ მოდულის შენახვა.
ამის შემდეგ უკვე შეგეძლებათ ნახოთ საიტზე თქვენი შექმნილი მომხმარებლის მოდული. (Custom HTML module)
ნახეთ ინგლისურენოვანი ვიდეო "მომხმარებლის მოდულის (Custom HTML module) შექმნა ჯუმლა 3-ში". წყარო