სტატიკური საიტი წარმოადგენს ვებსაიტის ფორმას, როცა ინფორმაციის მიწოდება ხდება სერვერზე მისი დამუშავების გარეშე. სტატიკური საიტი არის მარტივი და არ იყენებს მონაცემთა ბაზას. ისინი როგორც წესი გამოიყენება "ბროშურული" ანუ იშვიათად განახლებადი საიტებისთვის და შეიძლება შეიცავდეს რთულ გრაფიკულ ელემენტებს, ანიმაციას და ჯავა სკრიპტით მართულ ფუნქციებს.

სტატიკური საიტის ძირითადი ნაკლს წარმოადგენს მათი უუნარობა იქონიონ მომხმარებელთან კომპლექსური ინტერაქტიურობა - ვერ იღებენ ინფორმაციას მომხმარებლისგან და ვერ აწვდიან მას მისი ქმედებებით განსაზღვრულ შიგთავსს. დიდი ზომის სტატიკური საიტები აგრეთვე რთული დასამუშავებელი და გასაახლებელია რადგან ყოველი გვერდი საჭიროებს ინდივიდუალურ დამუშავებას.
მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, თუ ორგანიზაცია ან პიროვნება არ საჭიროებს დიდ ვებსაიტს ან კომპლექსურ ინტერაქტიურობას, XHTML და CSS -ის გამოყენებით შექმნილი ვებსაიტები გვთავაზობენ მარტივ, კომპაქტურ კოდირებას და საძიებო სისტემებისთვის მოხერხებულ თავსებადობას.
ვებ-დიზაინ სტუდია "GT Studio" გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის წარმატებულად მართვა პოპულარიზაციისათვის ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის სრულ სპექტრს. პროფესიონალური კონსულტაციები, საიტის შექმნა, საიტების აუდიტი, და მზა საიტებისა და სარეკლამო მასალების დახვეწა, საიტების ოპტიმიზაციის სერვისი, საიტების პოპულარიზაცია, რეკლამირება და საძიებო სისტემებში წამოწევა, საიტების პოპულარიზაციის მონიტორინგი, საბანერო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა - ესაა მოკლე ნუსხა იმ მომსახურებისა, რასაც გთავაზობთ ვებ დეველოპერული სტუდია "GT Studio" .