საიტის აუდიტი
საიტის ანალიზი

თუ თქვენ გაინტერესებთ შეამოწმოთ, რამდენად კონკურენტუნარიანია თქვენი საიტი სხვა ანალოგიური თემატიკის საიტებთან შედარებით და რამდენად მომგებიანია მისი არსებობა ეკონომიური თვალსაზრისით, მაშინ დგება საიტის მარკეტინგული ანალიზის ჩატარების აუცილებლობა.
საიტის ანალიზი (მის ტიპის და მოცულობის შესაბამისად) შესრულებისთვის მოითხოვს 7-14 სამუშაო დღეს და დამკვეთს წარედგინება დეტალური ანგარიში, სადაც გაანალიზირებულია საიტის ძირითადი მახასიათებლები, შეფასებულია საიტის მიმდინარე (არსებული) ეფექტურობა და შემოთავაზებულია კონვერსიის გასაზრდელად მიმართული მაკორექტირებელი ღონისძიებები.

საძიებო ოპტიმიზაცია და საიტის პოპულარიზაცია - ეს არის კომპლექსურ ღონისძიებათა სისტემა, მიმართული მიზნობრივი კლიენტების საძიებო სისტემებიდან შემოდინების გასაზრდელად. მომხმარებლის მოზიდვის ეს მეთოდი ეფექტურობით საგრძნობლად აღემატება რეკლამის სტანდარტულ (ბეჭდვითი, ტელე და რადიო) მეთოდებს რადგან უზრუნველყოფს მიზნობრივ აუდიტორიაზე ზუსტ მიმართვას და პოტენციურ მომხმარებელთან კონტაქტის ყველაზე იაფი საშუალებაა.
ვებ-დიზაინ სტუდია "Gt studio" აწარმოებს საიტების პროფესიონალურ ოპტიმიზაციას. უბრალოდ რომ ვთქვათ, საძიებო ოპტიმიზაცია ეს არის მუშაობა საიტის შიგა ფაქტორებზე მისი საძიებო სისტემებში პოზიციის გასაუმჯობესებლად. საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის აუმჯობესებს და ამარტივებს თქვენი საიტის გვერდების მოძიების პროცესს, კვალიფიციურად და გულდასმით ჩატარებული საიტის ოპტიმიზაცია ეხმარება საძიებო სისტემებს, რომ თქვენი საიტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს თქვენი პროდუქციის ან მომსახურების შესაძლო მომხმარებელთა ძიების კრიტერიუმებს.
ვებ-დიზაინ სტუდია "GT Studio" გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის წარმატებულად მართვა პოპულარიზაციისათვის ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის სრულ სპექტრს. პროფესიონალური კონსულტაციები, საიტის შექმნა, საიტების აუდიტი, და მზა საიტებისა და სარეკლამო მასალების დახვეწა, საიტების ოპტიმიზაციის სერვისი, საიტების პოპულარიზაცია, რეკლამირება და საძიებო სისტემებში წამოწევა, საიტების პოპულარიზაციის მონიტორინგი, საბანერო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა - ესაა მოკლე ნუსხა იმ მომსახურებისა, რასაც გთავაზობთ ვებ დეველოპერული სტუდია "GT Studio" .