GT Studio-ს მიერ დამზადებული ყველა საიტი აღჭურვილა სპეციალური JCE რედაქტორით, რომელიც გაცილებით აადვილებს სტატიაში ტექსტზე და სურათებზე მუშაობას.
გახსენით სტატია რომელშიც გინდათ სურათის დამატება ან შეცვლა. (სტატია შეიძლება გამოძახებული იქნას ჯუმლას ადმინისტრატორის გვერდზე მთავარი მენიუდან Content > Article Manager).
სამუშაო ველის ზემოთ გამოჩნდება რედაქტორის პანელი. ღილაკებზე მაუსის გადატარებით შეგიძლიათ ამოანათოთ მათი ფუნქციები. მიიტანეთ მაუსი ტექსტში იმ ადგილას, სადაგ გინდათ განათავსოთ სურათი (ან გაააქტიურეთ უკვე არსებული სურათი, რომლის შეცვლა ან რედაქტირება გინდათ) და დაწკაპეთ (ყვითელი ისრით მითითებულ) ღილაკს "Insert/edit image".
ამომხტარ ახალ "სურათის მენეჯერის" სარკმელში შეგიძლიათ ჩაატაროთ ყველა საჭირო ქმედება სურათის ჩასასმელად. ატვირთით ფოტო თქვენი კომპიუტერიდან, შეუცვალოთ სახელი და/ან ზომები, შექმნათ ახალი საქაღალდე და სხვ. ახალი სურათის ასატვირთად დაწკაპეთ ქვემო სურათზე მონიშნულ Upload ღილაკს:
ატვირთვის (Upload) სარკმელში დაწკაპეთ ღილაკზე Browse რათა მოძებნოთ საჭირო სურათი თქვენს კომპიუტერში.
მოძებნეთ სურათი თქვენს კომპიუტერში, აარჩიეთ (select) ის და როცა არჩეული ფაილი გამოჩნდება ატვირთვის სარკმელში, დაწკაპეთ Upload ღილაკს.
თქვენი ფაილი გამოჩნდება მედია მენეჯერში (Media Manger) და თქვენ შეგეძლებათ სურათის პრევიუს ნახვა Details სექციაში. მიუხედავად ამისა სურათი ჯერ არ არის მზად სტატიაში ჩასასმელად. თქვენ უნდა დაწკაპოთ სურათის (ფაილის) სახელს Folder Contents სექციაში, რის შემგეგაც Properties სექციაში გამოჩნდება სურათის დეტალები : URL , ალტერნატიული ტექსტი (Alternate Text) და სხვა პარამეტრები, ასევე სურატის პრევიუ. სურათის სტატიასი ჩასასმელად დაწკაპეთ Insert ღილაკს სურათის მენეჯერის ქვედა მარჯვენა კუთზეში.
თქვენი სურათი ჩაჯდება სტატიაში და გამოჩნდება სტატიის რედაქტორში.
სურათის მენეჯერის დამატებითი ფუნქციები.
სურათის ზომების შეცვლა.
უმჯობესია სურათის ზომები წინასწარ განსაზღვროთ სანამ მას საიტზე ატვირთავთ, მაგრამ JCE სურათის მენეჯერი გაძლევთ სტატიაში სურათის ზომის შეცვლის საშუალებას. მონიშნეთ სურათი და დაწკაპეთ ისევ Image Manager ღილაკს:
გაითვალისწინეთ რომ ჯუმლას სურათის რედაქტორში რეალურად არ ხდება სურათის ზომების შეცვლა, არამედ იცვლება სურათის სტატიაში გამოჩენის ზომები.
Dimensions ხელსაწყოს გამოყენებით შეგიძლიათ შეცვლოთ სურათის ზომები. სარკმელში preview გამოჩნდება სურათის პრევიუ. არ დაგავიწყდეთ ღილაკზე Update დაწკაპვა თქვენი ცვლილებების შესანახად.
თქვენ დაბრუნდებით სტატიის რედაქტორში და შეგეძლებათ იხილოთ განახლებული სურათი და ტექსტი.
სურათის და ტექსტის ურთიერთგანთავსება.
მონიშნეთ სურათი და დაწკაპეთ ისევ Image Manager ღილაკს:
ხელსაწყო Alignment -ის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შეუცვალოთ სურათს პოზიცია ტექსტის მიმართ. აირჩიეთ პოზიცია: left, right, top, middle, ან bottom. Preview სარკმელი გაჩვენებთ თუ როგორ გამოიყურება თქვენი ცვლილება. არ დაგავიწყდეთ ღილაკზე Update დაწკაპვა თქვენი ცვლილებების შესანახად.
თქვენ დაბრუნდებით სტატიის რედაქტორში და შეგეძლებათ იხილოთ განახლებული სურათი და ტექსტი.
სურათსა და ტექსტს შორის სივრცის Margin დამატება
მონიშნეთ სურათი და დაწკაპეთ ისევ Image Manager ღილაკს:
ხელსაწყო margin -ის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შეუცვალოთ მანძილი (პიქსელებში) სურათსა და ტექსტს შორის. equal values მონიშვნით შეგიძლიათ დააყენოთ თანაბარი დაშორება ოთხივე მხარეს, ან მისი ჩახსნით აირჩიოთ სასურველი დაშორება ნებისმიერ მხარეს ინდივიდუალურად. არ დაგავიწყდეთ ღილაკზე Update დაწკაპვა თქვენი ცვლილებების შესანახად.
თქვენ დაბრუნდებით სტატიის რედაქტორში და შეგეძლებათ იხილოთ განახლებული სურათი და ტექსტი.
სურათის ჩარჩოს შექმნა
მონიშნეთ სურათი და დაწკაპეთ ისევ Image Manager ღილაკს:
ხელსაწყო border -ის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ჩარჩო თქვენი სურათისათვის. შეგიძლიათ აირჩიოთ სისქე, სტილი და ფერი თქვენი ჩარჩოსათვის. Preview სარკმელი გაჩვენებთ თუ როგორ გამოიყურება თქვენი ჩარჩო. არ დაგავიწყდეთ ღილაკზე Update დაწკაპვა თქვენი ცვლილებების შესანახად.
თქვენ დაბრუნდებით სტატიის რედაქტორში და შეგეძლებათ იხილოთ განახლებული სურათი და ტექსტი.
ვიდეოინსტრუქცია (ინგლისურად)