SEO-GT Studioვებ-დიზაინ სტუდია "Gt studio" აწარმოებს საიტების პროფესიონალურ ოპტიმიზაციას. უბრალოდ რომ ვთქვათ, საძიებო ოპტიმიზაცია ეს არის მუშაობა საიტის შიგა ფაქტორებზე მისი საძიებო სისტემებში პოზიციის გასაუმჯობესებლად. საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის აუმჯობესებს და ამარტივებს თქვენი საიტის გვერდების მოძიების პროცესს, კვალიფიციურად და გულდასმით ჩატარებული საიტის ოპტიმიზაცია ეხმარება საძიებო სისტემებს, რომ თქვენი საიტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს თქვენი პროდუქციის ან მომსახურების შესაძლო მომხმარებელთა ძიების კრიტერიუმებს.

საძიებო ოპტიმიზაცია

საიტის შიგთავსზე განხორციელებული ღონისძიებათა ერთობლიობა, მიმართული გარკვეული საძიებო მოთხოვნების ფარგლებში საძიებო სისტემებისთვის საიტის მიწვდომადობის, მომხიბვლელობის და თავსებადობის გასაზრდელად.

ჩვენი კომპანიის საიტების პოპულარიზაციის და ოპტიმიზაციის განყოფილება თავიანთ მუშაობაში იყენებს საძიებო სისტემების მთავარ პრინციპებს. დგინდება ძირითადი "საძიებო ანუ საკვანძო სიტყვები", და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება საიტის ოპტიმიზაცია ამ სიტყვების შესაბამისად. ჩვენ გთავაზობთ საიტის ოპტიმიზაციის ჩატარებას, რის შედეგად თქვენი საიტი აღმოჩნდება საძიებო სისტემების პირველ ადგილებზე მითითებული საძიებო მოთხოვნებით, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მიზნობრივი აუდიტორიის შემოდინების გაზრდას თქვენ საიტზე.

თუ თქვენ გვიკვეთავთ საიტს - ჩვენ თავიდანვე ვქმნით სასურველ ოპტიმიზირებულ სტრუქტურას. ხოლო, თუ მოგვმართავთ თხოვნით წამოვწიოთ თქვენი საიტი საძიებო სისტემების ლიდერთა სიაში, მაშინ ჩვენს სპეციალისტებს შესაძლოა მოუწიოთ არსებული სტრუქტურის შეცვლა.

ოპტიმიზაციის პროცესი რთულია და მის სრულ აღწერას და დეტალური გამოკვლევებს არც ერთი ვებ ოპტიმიზაციის სტუდია არ შემოგთავაზებთ, მაგრამ გარკვეული ძირითადი სამუშაოებიშესაძლებელია გამოიყოს :

  •    ტექნიკური სამუშაოები (კოდების შესწორება/ოპტიმიზაცია):
  •    ტექნიკური პრობლემების და შეცდომების აღმოფხვრა, რომლების ხელს უშლიან საიტის სწორ ინდექსაციას
  •   საიტის გვერდების შიგა ბმულების გამართვა
  •    "ქუდების" h1-h6 გაფორმება
  •    "title" და "meta" ტაგების გაფორმება ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით
  •    აბსოლიტური ბმულების გამართვა
  •    Breadcrumbs გაფორმება და გამართვა
  •    შეცდომის გვერდის (404 page) გამართვა
  •    საიტის ინდექსაციის გამართვა  (robots.txt, sitemap.xml)
  •    საიტის გვერდების გადამისამართება (301 redirect)
  •    და მრავალი სხვა...
  •    საკვანძო სიტყვების (Keywords) შერჩევა და შესაბამისი გვერდების განსაზღვრა
  • ძირითადი საძიებო სისტემების სტატისტიკის საფუძველზე საიტის თემატიკასთან მაქსიმალურად შესაბამისი საძიებო მოთხოვნის სიტყვების შერჩევა

  •    მუშაობა საიტის სტრუქტურასა და შიგთავსთან
  •    საიტის შევსება უნიკალური შიგთავსით (ტექსტები და გამოსახულება)
  • საკვანძო სიტყვების სიმჭიდროვის ანალიზი- საიტის გვერდზე ასო-ნიშნების რაოდენობის კორელაცია საკვანზო სიტყვების რაოდენობასთან  
  •    ტექსტის სტრუქტურის გამართვა
  •    საიტის შევსება მარკეტინგული (სარეკლამო) ინფორმაციით.

ჩვენს მიერ ჩატარებული  საოპტიმიზაციო სამუშაოების შედეგად, თქვენი მიიღებთ პროექტს, რომლის ყოველი გვერდი ადვილად მისაწვდომი იქნება ინდექსაციისათვის, ექნება კორექტული კოდი, უნიკალური შიგთავსი და მოხერხებული იქნება მოხმარებისათვის.

შეთავაზებები:

საიტის სტრუქტურები

ონლაინ მაღაზია 2400 ლარიდან
პროდუქციის კატალოგი 1400 ლარიდან
სიახლეების პორტალი 1600 ლარიდან
პერსონალური ვებ-გვერდი 600 ლარიდან
SEO (საძიებო ოპტიმიზაცია) 200 ლარიდან
საიტის ადმინისტრირება თვეში 70 ლარიდან


გრაფიკული მომსახურება

ლოგოები 120 ლარიდან
კორპორაციული სტილი 500 ლარიდან
ბანერები 80 ლარიდან

blue-guaranteeვებ-დიზაინ სტუდია "GT Studio" გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის წარმატებულად მართვა პოპულარიზაციისათვის ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის სრულ სპექტრს. პროფესიონალური კონსულტაციები, საიტის შექმნა, საიტების აუდიტი, და მზა საიტებისა და სარეკლამო მასალების დახვეწა, საიტების ოპტიმიზაციის სერვისი, საიტების პოპულარიზაცია, რეკლამირება და საძიებო სისტემებში წამოწევა, საიტების პოპულარიზაციის მონიტორინგი, საბანერო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა - ესაა მოკლე ნუსხა იმ მომსახურებისა, რასაც გთავაზობთ ვებ დეველოპერული სტუდია "GT Studio" .

ავტორიზაცია

უკუკავშირი

დაინტერესდით?

დაგვირეკეთ                   მოგვწერეთ

+995 32 205 20 16

ან შეავსეთ ქვემოთმოყვანილი ფორმა და ჩვენ დაგირეკავთ.