ნებისმიერი პროფილის და სირთულის ვებ გვერდების დაპროექტება და დამზადება.

სავიზიტო-საინფორმაციო საიტი, ინტერნეტ მაღაზია, საიტი-კატალოგი, კორპორატიული საიტი,ვებ პორტალი და სხვ.

 

  • უნიკალური დიზაინი დამკვეთის მოთხოვნების და ახალი სერვისების შეთავაზების გათვალისწინებით.
  • ვებ–გვერდების დამზადება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
  • საიტის პირველადი ოპტიმიზაცია და პოპულარიზაცია

შინაარსის და ინფორმაციის შემცველობის მიხედვით შეიძლება გამოიყოს ვებსაიტის შემდეგი ტიპები:

კომპანიონი საიტი (Affiliate): საიტი რომელზედაც განთავსებულია ბმული რეკმენდირებულ პროდუქტზე ან სერვისზე და აღნიშნულ ბმულზე მომხმარებლის მიერ დაკლიკვის ან პროდუქტის შეძენის შემთხვევაში საიტის მფლობელი იღებს საკომისიოს. კომპანიონი საიტის მაგალითებია Commission Junction, ClickBank, eJunkie, და სხვ.

icon checkარქივი (Archive site): ამ ტიპის საიტი გამოიყენება განსაზღვრული ტიპის მოძველებული ინფორმაციის შესანახად. მაგალითად Internet Archive და Way Back Machine, რომლებიც მოქმედი ან ძველი ვებსაიტის ასლებს ინახავენ.

ბლოგი (Blog site): საიტი რომელიც ძირითადად ონლაინ დღიურის გამოსაქვეყნებლად გამოიყენება და შეიძლება შეიცავდეს ფორუმს ან დისკუსიას. უკანასკნელ წლებში ბლოგმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ბლოგსისტემა შეიძლება მოდიფიცირდეს და გამოყენებული იქნას ნებისმიერი ტიპის საიტისათვის. ბლოგის მაგალითებია WordPress, Movable Type და Blogger.

კორპორატიული ან ბიზნეს საიტი (Corporate or Business site): გამოიყენება ბიზნესის, ორგანიზაციის ან სერვისის შესახებ ძირითადი ინფორმაციის მისაწოდებლად. მაგალითებია General Motors, General Electric, PepsiCo.

ინტერნეტმაღაზია (Commerce site or eCommerce site): გამოიყენება ნივთის ან სერვისის შესაძენად, როგორიცაა Amazon, Walmart ან Target.

საზოგადოების (თემის) საიტი (Community Site): საერთო ინტერესის მქონე პირების ურთიერთობის საიტი. ხშირად წარმოადგენს chat-ს ან message board-ს.

მონაცემთა ბაზა (Database site): საიტი, რომლის დანიშნულებაა შენახული ინფორმაციის მოძებნა - ჩვენება, მაგალოთად Internet Move Database ან Political GraveYard.

კატალოგი (დირექტორია) (Directory site): საიტი, რომელიც შეიცავს კატეგორიებად და სუბკატეგორიებად დახარისხებულ საინფორმაციო სიებს, როგორიცაა Yahoo! directory, Google Directory.

ჩამოსატვირთი საიტი (Download site): გამოიყენება მხოლოდ ელექტრონული ინფორმაციის, როგორიცაა თამაშები, პროგრამები, აუდიო-ვიდეო ნიმუშები და სხვ. ჩამოსატვირთად.

დაქირავების საიტი (Employment site): საშუალებას აძლევს დამქირავებლებს განათავსონ თავისუფალი სამუშაო ადგილების განაცხადები რათა მსურველებმა მიმართონ არსებული ვაკანსიის დასაკავებლად. მაგალითად Monster, HotJobs და CareerBuilder.

იუმორისტული (Humor site): გასართობი საიტები, როგორიცაა Stuff White People Like და Bored.com.

საინფორმაციო (Information site): შეიცავს ვიზიტორების ინფორმირებისთვის (ხშირად არაკომერციუილ მიზნებისათვის) განსაზღვრულ კონტენტს. უმეტესი სამთავრობო, საგანმანათლებლო და არამომგებიანი ორგანიზაციების საიტები საინფორმაციო ტიპისაა.

ინტრანეტ საიტი (Intranet site): გარკვეული კომპანიის თანამშრომელთა შიგა მოხმარებისათვის განსაზღვრული საიტი, რომელიც როგორც წესი შეიცავს შიგა პროექტებისა და კორპორატიული მოვლენების ამსახველ ინფორმაციას.

სარკე საიტი (Mirror site): საიტი, რომელის ძირითადი საიტის სრულ ასლს წარმოადგენს.

ახალი ამბების საიტი (News site): მსგავსია საინფორმაციო საიტისა, მაგრამ შექმნილია ახალი ამბების და მასზე კომენტარების გასავრცელებლად, მაგალითებია CNN, The New York Post .

პერსონალური ვებგვერდი (Personal homepage): ერთი ან რამდენიმე პიროვნების (ხშირად ოჯახის) საიტი, რომელიც როგორც წესი შეიცავს ინფორმაციას მისი მფლობელის ჰობის, საქმიანობის და ინტერესების შესახებ.

ფიშ საიტი (Phish site): საიტი (უმეტესად შენიღბული როგორც სანდო პიროვნებასთან ან ორგანიზაციასთან მაგ PayPal დამაკავშირებელი საიტი) შექმნილი მომხმარებლის მოტყუებით სენსიტიური (მგრძნობიარე) ინფორმაციის, როგორიცაა პაროლი, საკრედიტო ბარათის ინფორმაცია და სხვა მოსაპოვებლად.

პოლიტიკური (Political site): პოლიტიკური მიმოხილვის და ანალიზის საიტი, მაგალითად Huffington Post და Politico.

საიტი მოზრდილთათვის (Erotica sites,Pornography (porn) site): საიტები რომლების შეიცავენ ეროტიკულ ან პორნოფრაფიულ ფოტო ან ვიდეო ინფორმაციას.

შეფასების საიტი (Rating site): საიტი, სადაც მომხმარებელი იწონებს ან იწუნებს პროდუქტს, ადგილს ან მომსახურებას.

მიმოხილვის საიტი (Review site): საიტი სადაც მომხმარებელს შეუძლია განათავსოს მიმოხილვა პროდუქტის ან სერვისის შესახებ.

საძიებო საიტი (Search Engine site): კარიბჭე საიტი , რომელიც შეიცავს ძირითად ინფორმაციას სხვა საიტების შესახებ და გამოიყენება მათ მოსაძებნად. მაგალითად Google, Yahoo! და Bing.

ვარეზი (Warez): ჩამოსატვირთი საიტი სადაც განთავსებულია (არალეგალური) კომპიუტერული პრგრამები ან სხვა ელექრონული მედია.

ვებ-პორტალი (Web portal): საიტი, რომელის წარმოადგენს საწყის წერტილს, კარიბჭეს ინტერნეტის ან ინტრანეტის განსაზღვრული რესურსებისკენ.

ვიკი (Wiki site): საინფორმაციო საიტი, რომლის მომხმარებლებიც ერთობლივად ქმნიან და ასწორებენ ინფორმაციას.მაგ. Wikipedia.

შეთავაზებები:

საიტის სტრუქტურები

ონლაინ მაღაზია 2400 ლარიდან
პროდუქციის კატალოგი 1400 ლარიდან
სიახლეების პორტალი 1600 ლარიდან
პერსონალური ვებ-გვერდი 600 ლარიდან
SEO (საძიებო ოპტიმიზაცია) 200 ლარიდან
საიტის ადმინისტრირება თვეში 70 ლარიდან


გრაფიკული მომსახურება

ლოგოები 120 ლარიდან
კორპორაციული სტილი 500 ლარიდან
ბანერები 80 ლარიდან

blue-guaranteeვებ-დიზაინ სტუდია "GT Studio" გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის წარმატებულად მართვა პოპულარიზაციისათვის ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის სრულ სპექტრს. პროფესიონალური კონსულტაციები, საიტის შექმნა, საიტების აუდიტი, და მზა საიტებისა და სარეკლამო მასალების დახვეწა, საიტების ოპტიმიზაციის სერვისი, საიტების პოპულარიზაცია, რეკლამირება და საძიებო სისტემებში წამოწევა, საიტების პოპულარიზაციის მონიტორინგი, საბანერო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა - ესაა მოკლე ნუსხა იმ მომსახურებისა, რასაც გთავაზობთ ვებ დეველოპერული სტუდია "GT Studio" .

ავტორიზაცია

უკუკავშირი

დაინტერესდით?

დაგვირეკეთ                   მოგვწერეთ

+995 32 205 20 16

ან შეავსეთ ქვემოთმოყვანილი ფორმა და ჩვენ დაგირეკავთ.