ჯუმლას სტატიის შექმნა

ტექსტის, სურათების და ჰიპერლინკების შემცველი სტანდარტული ვებგვერდების შიგთავსი იქმნება სტატიის მენეჯერში (Article Manager) რომელიც შეიძლება გამოძახებული იქნას ჯუმლას ადმინისტრატორის გვერდზე მთავარი მენიუდან Content > Article Manager > Add New Article:

add article

 Add New Article-ზე დაწკაპვის მერე გამოჩნდება  WYSIWYG ტექსტის რედაქტორი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სტატიის ტექსტის შესაქმნელად და დასარედაქტირებლად, ასევე სურათების(ფოტოების), ლინკების  და სხვ. დასამატებლად.

joomla editor

სტატია რომ ხილული იყოს ყველა ვიზიტორისთვის, სტატიის სტატუსი უნდა იყოს  Published და წვდომა (Access) უნდა იყოს  Public.

სტატიის დაკავშირება ჯუმლა 3 -ის მენიუსთან 

მას შემდეგ, რაც შექმენით სტატია, როგორც წესი ის უნდა დაუკავშირდეს თქვენი საიტის მენიუს რათა ვიზიტორებმა შეძლონ მისი მოძებნა და ნახვა. ამისთვის კვლავ ჯუმლას ადმინისტრატორის გვერდზე მთავარი მენიუდან ვიძახებთ Menus> Menu Manager >მენიუს სახელი, რომელსაც გვინდა რომ დაემატოს ახალი ელემენტი, რომელიც დაუკავშირდება სტატიას, როგორც წესი ეს არის Main Menu > Add New Menu Item:

add menu

ამის შემდეგ პირველ რიგში უნდა შეარჩიოთ მენიუს ტიპი (menu item type):

menu type

იმისთვის რომ მენიუ დავაკავშიროთ სტატიის მენეჯერში (Article manager) შექმნილ შიგთავსს,  ამომხტარ სარკმელში ჩამონათვალში ვირჩევთ Articles და შემდეგ ჩამოჩლილ სიაში ვირჩევთ Single Article.

 

single article

Single Article -ს არჩევის მერე გამოჩნდება ბოქსი select article, სადაც ღილაკზე select დაწკაპვით ამოხტება სარკმელი ყველა არსებული სტატიის ჩამონათვალით, საიდანაც ავირჩევთ ჩვენთვის საჭიროს. 

select article

ამით სტატიის შექმნა და მისი დაკავშირება საიტის მენიუსთან დამთავრებულია. შეგიძლიათ გახსნათ თქვენი საიტი და იხილოთ ახლად შექმნილი მენიუს ელემენტი რომელიც უკავშირდება (იძახებს) თქვენს ახალ სტატიას.

new item

სტატიის მიბმა უკვე არსებულ მენიუს ელემენტზე.

თუ მენიუს ელემენტი უკვე შექმნილია, ან სტატიის გამოქვეყნება გვინდა მთავარ გვერდზე, ასევე მიყევით ზემოთ მოყვანილ ინსტრუქციას, მაგრამ ახალი მენიუს ერთეულის შექმნის ნაცვლად დაარედაქტირეთ უკვე არსებული, მაგ. Home (მთავარი).   ჯუმლას ადმინისტრატორის გვერდზე მთავარი მენიუდან გამოიძახეთ Menus> Menu Manager >Main menu ან მენიუს სახელი, სადაც უკვე არის მენიუს ერთეული რომელსაც უნდა დაუკავშირდეს/მიებას სტატია და ჩამოშლილ სიაში დაწკაპეთ იმ მენიუს სახელს, რომელსაც უკავშირებთ სტატიას.

 

არ დაგავიწყდეთ სტატიის და მენიუს სახელების (Title) შევსება. ველი Alias შეგიძლიათ დატოვოთ ცარიელი და ავტომატურად შეივსება იმ ტექსტით, რომელსაც ჩაწერთ სახელში (title).

blue-guaranteeვებ-დიზაინ სტუდია "GT Studio" გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის წარმატებულად მართვა პოპულარიზაციისათვის ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის სრულ სპექტრს. პროფესიონალური კონსულტაციები, საიტის შექმნა, საიტების აუდიტი, და მზა საიტებისა და სარეკლამო მასალების დახვეწა, საიტების ოპტიმიზაციის სერვისი, საიტების პოპულარიზაცია, რეკლამირება და საძიებო სისტემებში წამოწევა, საიტების პოპულარიზაციის მონიტორინგი, საბანერო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა - ესაა მოკლე ნუსხა იმ მომსახურებისა, რასაც გთავაზობთ ვებ დეველოპერული სტუდია "GT Studio" .

უკუკავშირი

დაინტერესდით?

დაგვირეკეთ                   მოგვწერეთ

+995 32 205 20 16

ან შეავსეთ ქვემოთმოყვანილი ფორმა და ჩვენ დაგირეკავთ.