ნებისმიერი პროფილის და სირთულის ვებ გვერდების დაპროექტება და დამზადება.

სავიზიტო-საინფორმაციო საიტი, ინტერნეტ მაღაზია, საიტი-კატალოგი, კორპორატიული საიტი,ვებ პორტალი და სხვ.

 

  • უნიკალური დიზაინი დამკვეთის მოთხოვნების და ახალი სერვისების შეთავაზების გათვალისწინებით.
  • ვებ–გვერდების დამზადება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
  • საიტის პირველადი ოპტიმიზაცია და პოპულარიზაცია

ვებ-საიტი

ვებ-საიტი (ინგლ. Website, წარმოსდგება web - ქსელი და site - "ადგილი") - კომპიუტერულ ქსელში ერთი მისამართის ქვეშ გაერთიანებული (კერძო პირის ან ორგანიზაციის) ტექსტის, გამოსახულების, ვიდეოს და სხვა ციფრული შემცველობის ურთიერთდაკავშირებულ დოკუმენტთა ერთობლიობა

თქვენი ბიზნესის ახლანდელი თუ მომავალი მოთხოვნების შესაფერისი საიტის არჩევა საკმაოდ რთული გადასაწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში არ არის საიტების მკვეთრად  გამოკვეთილი კლასიფიკაცია, მაინც შესაძლებელია მათი დაჯგუფება გარკვეული მახასიათებლების მიხედვით. გამოიყოფა ხუთი ძირითადი ჯგუფი:

სტატიკური ვებსაიტი

CMS2სტატიკური საიტი წარმოადგენს ვებსაიტის უმარტივეს ფორმას, როცა შიგთავსის (ინფორმაციის) მიწოდება ხდება სერვერზე მისი დამუშავების გარეშე. სტატიკური ვებსაიტები როგორც წესი გამოიყენება "ბროშურული" ანუ იშვიათად განახლებადი საიტებისთვის და შეიძლება შეიცავდეს რთულ გრაფიკულ ელემენტებს, ანიმაციას და ჯავა სკრიპტით მართულ ფუნქციებს.

სტატიკური საიტის ძირითადი ნაკლს წარმოადგენს მომხმარებელთან კომპლექსური ინტერაქტიურობის უუნარობა - ვერ იღებენ ინფორმაციას მომხმარებლისგან და ვერ აწვდიან მას მისი ქმედებებით განსაზღვრულ შიგთავსს. დიდი ზომის სტატიკური საიტები აგრეთვე რთული დასამუშავებელი და გასაახლებელია რადგან ყოველი გვერდი საჭიროებს ინდივიდუალურ დამუშავებას.

მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, თუ ბიზნესი არ საჭიროებს დიდ ვებსაიტს ან კომპლექსურ ინტერაქტიურობას, XHTML და CSS -ის გამოყენებით შექმნილი ვებსაიტები გვთავაზობენ მარტივ, კომპაქტურ კოდირებას და საძიებო სისტემებისთვის მოხერხებულ ფუნქციონირებას.

დინამიური ვებსაიტი

დინამიური ვებსაიტები კომპლექსური ინტერაქტიურობის განსახორციელებლად ეყრდნობიან სერვერულ სკრიპტირებას და როგორც წესი იყენებენ მონაცემთა ბაზებს საიტის თითოეული გვერდის შიგთავსის მოსაწოდებლად. დინამიური მიდგომა შესაფერისია ისეთი დიდი ვებსაიტების შესაქმნელად, რომლებიც ე.წ. ფორმულურ ანუ წინასწარგანსაზღვრულ პრინციპებით დალაგებად კონტენტს (მაგ. კატალოგი, ფოტოგალერეა და სხვ.) შეიცავენ. დინამიური ვებსაიტი აუცილებელია როცა საჭიროა მომხმარებელს მიეცეს შიგთავსის დახარისხების და/ან მოძებნის საშუალება ან საჭიროა ინფორმაციის წვდომის ხარისხის შეზღუდვა რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის (ავტორიზაციის, Log-in) ფუნქციის გამოყენებით.

ინფორმაციის შენახვა-მოწოდებისთვის მონაცემებთა ბაზის გამოყენებაზე დაყრდნობით ვებსაიტის გვერდების ონლაინ გენერირება დიდი საიტის მართვის ეფექტური მეთოდია. ასევე როგორც წესი მნიშვნელოვნად იოლია ასეტი ტიპის საიტების განახლება და მხარდაჭერა. დინამიური ვებსაიტების შედარებით ნაკლს წარმოადგენს საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაციის სირთულე, განსაკუთრებით მაშინ როცა SEO მოთხოვნები საიტის შექმნისას არ არის გათვალისწინებული.

შიგთავსის მართვადი ვებსაიტი

შიგთავსის მართვადი ვებსაიტები მონაცემთა ბაზებით მართული საიტების შემდგომი ეტაპია. შიგთავსის მართვის სისტემა გვთავაზობს პაროლით დაცულ ინტერფეისს, რისი საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია დაამატოს, შეასწოროს ან წაშალოს საიტის შიგთავსი. შიგთავსის მართვის სისტემა განსაკუთრებით მოხერხებულია დიდი საიტებისთვის, როცა საიტს მრავალი ავტორი ყავს, რომლებიც შესაძლებელია სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობიდან მუშაობდნენ.

ელ-კომერციული (eCommerce) საიტი

eCommerce საიტი (სხვანაირად ინტერნეტმაღაზია) წარმოადგენს დინამიურ ვებსაიტს რომელსაც ფინანსური ტრანსაქციის განხორციელების ფუნქცია გააჩნია. უმეტესი ელ-კომერციული საიტები აგებულია ბლოკების პრინციპზე და აქვს საწყობის, საყიდლების კალათის, გადახდის მოდელები და იყენებს ონლაინ გადახდის უსაფრთხო სისტემას. მრავალი ინტერნეტმაღაზია იყენებს შიგთავსის მართვის სისტემას პროდუქტის დეტალების დასამატებლად ან გასაახლებლად.

ფლეშ საიტი

ფლეში (Flash) კომპანია მაკრომედიას (ამჟამად Adobe) მიერ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამაა რომელის რთული ანიმაცის შესაქმნელად არის განსაზღვრული. პროგრამა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით სრული ვებსაიტის შესაქმნელად. ფლეშ საიტი ვიზუალურად განსაკუთრებით მომხიბლავია და და მომხმარებელთან ურთიერთობის გამორჩეულ საშუალება იძლევა. სამწუხაროდ თითქმის შეუძლებელია ფლეშ საიტის საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია, რის გამოც ამ ტიპის საიტების გამოყენებას როგორც წესი უნდა ვერიდოთ.


შინაარსის და ინფორმაციის შემცველობის მიხედვით შეიძლება გამოიყოს ვებსაიტის შემდეგი ტიპები:

კომპანიონი საიტი (Affiliate): საიტი რომელზედაც განთავსებულია ბმული რეკმენდირებულ პროდუქტზე ან სერვისზე და აღნიშნულ ბმულზე მომხმარებლის მიერ დაკლიკვის ან პროდუქტის შეძენის შემთხვევაში საიტის მფლობელი იღებს საკომისიოს. კომპანიონი საიტის მაგალითებია Commission Junction, ClickBank, eJunkie, და სხვ.

icon checkარქივი (Archive site): ამ ტიპის საიტი გამოიყენება განსაზღვრული ტიპის მოძველებული ინფორმაციის შესანახად. მაგალითად Internet Archive და Way Back Machine, რომლებიც მოქმედი ან ძველი ვებსაიტის ასლებს ინახავენ.

ბლოგი (Blog site): საიტი რომელიც ძირითადად ონლაინ დღიურის გამოსაქვეყნებლად გამოიყენება და შეიძლება შეიცავდეს ფორუმს ან დისკუსიას. უკანასკნელ წლებში ბლოგმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ბლოგსისტემა შეიძლება მოდიფიცირდეს და გამოყენებული იქნას ნებისმიერი ტიპის საიტისათვის. ბლოგის მაგალითებია WordPress, Movable Type და Blogger.

კორპორატიული ან ბიზნეს საიტი (Corporate or Business site): გამოიყენება ბიზნესის, ორგანიზაციის ან სერვისის შესახებ ძირითადი ინფორმაციის მისაწოდებლად. მაგალითებია General Motors, General Electric, PepsiCo.

ინტერნეტმაღაზია (Commerce site or eCommerce site): გამოიყენება ნივთის ან სერვისის შესაძენად, როგორიცაა Amazon, Walmart ან Target.

საზოგადოების (თემის) საიტი (Community Site): საერთო ინტერესის მქონე პირების ურთიერთობის საიტი. ხშირად წარმოადგენს chat-ს ან message board-ს.

მონაცემთა ბაზა (Database site): საიტი, რომლის დანიშნულებაა შენახული ინფორმაციის მოძებნა - ჩვენება, მაგალოთად Internet Move Database ან Political GraveYard.

კატალოგი (დირექტორია) (Directory site): საიტი, რომელიც შეიცავს კატეგორიებად და სუბკატეგორიებად დახარისხებულ საინფორმაციო სიებს, როგორიცაა Yahoo! directory, Google Directory.

ჩამოსატვირთი საიტი (Download site): გამოიყენება მხოლოდ ელექტრონული ინფორმაციის, როგორიცაა თამაშები, პროგრამები, აუდიო-ვიდეო ნიმუშები და სხვ. ჩამოსატვირთად.

დაქირავების საიტი (Employment site): საშუალებას აძლევს დამქირავებლებს განათავსონ თავისუფალი სამუშაო ადგილების განაცხადები რათა მსურველებმა მიმართონ არსებული ვაკანსიის დასაკავებლად. მაგალითად Monster, HotJobs და CareerBuilder.

იუმორისტული (Humor site): გასართობი საიტები, როგორიცაა Stuff White People Like და Bored.com.

საინფორმაციო (Information site): შეიცავს ვიზიტორების ინფორმირებისთვის (ხშირად არაკომერციუილ მიზნებისათვის) განსაზღვრულ კონტენტს. უმეტესი სამთავრობო, საგანმანათლებლო და არამომგებიანი ორგანიზაციების საიტები საინფორმაციო ტიპისაა.

ინტრანეტ საიტი (Intranet site): გარკვეული კომპანიის თანამშრომელთა შიგა მოხმარებისათვის განსაზღვრული საიტი, რომელიც როგორც წესი შეიცავს შიგა პროექტებისა და კორპორატიული მოვლენების ამსახველ ინფორმაციას.

სარკე საიტი (Mirror site): საიტი, რომელის ძირითადი საიტის სრულ ასლს წარმოადგენს.

ახალი ამბების საიტი (News site): მსგავსია საინფორმაციო საიტისა, მაგრამ შექმნილია ახალი ამბების და მასზე კომენტარების გასავრცელებლად, მაგალითებია CNN, The New York Post .

პერსონალური ვებგვერდი (Personal homepage): ერთი ან რამდენიმე პიროვნების (ხშირად ოჯახის) საიტი, რომელიც როგორც წესი შეიცავს ინფორმაციას მისი მფლობელის ჰობის, საქმიანობის და ინტერესების შესახებ.

ფიშ საიტი (Phish site): საიტი (უმეტესად შენიღბული როგორც სანდო პიროვნებასთან ან ორგანიზაციასთან მაგ PayPal დამაკავშირებელი საიტი) შექმნილი მომხმარებლის მოტყუებით სენსიტიური (მგრძნობიარე) ინფორმაციის, როგორიცაა პაროლი, საკრედიტო ბარათის ინფორმაცია და სხვა მოსაპოვებლად.

პოლიტიკური (Political site): პოლიტიკური მიმოხილვის და ანალიზის საიტი, მაგალითად Huffington Post და Politico.

საიტი მოზრდილთათვის (Erotica sites,Pornography (porn) site): საიტები რომლების შეიცავენ ეროტიკულ ან პორნოფრაფიულ ფოტო ან ვიდეო ინფორმაციას.

შეფასების საიტი (Rating site): საიტი, სადაც მომხმარებელი იწონებს ან იწუნებს პროდუქტს, ადგილს ან მომსახურებას.

მიმოხილვის საიტი (Review site): საიტი სადაც მომხმარებელს შეუძლია განათავსოს მიმოხილვა პროდუქტის ან სერვისის შესახებ.

საძიებო საიტი (Search Engine site): კარიბჭე საიტი , რომელიც შეიცავს ძირითად ინფორმაციას სხვა საიტების შესახებ და გამოიყენება მათ მოსაძებნად. მაგალითად Google, Yahoo! და Bing.

ვარეზი (Warez): ჩამოსატვირთი საიტი სადაც განთავსებულია (არალეგალური) კომპიუტერული პრგრამები ან სხვა ელექრონული მედია.

ვებ-პორტალი (Web portal): საიტი, რომელის წარმოადგენს საწყის წერტილს, კარიბჭეს ინტერნეტის ან ინტრანეტის განსაზღვრული რესურსებისკენ.

ვიკი (Wiki site): საინფორმაციო საიტი, რომლის მომხმარებლებიც ერთობლივად ქმნიან და ასწორებენ ინფორმაციას.მაგ. Wikipedia.


under constructionრომელ კატეგორიას ან ტიპს არ უნდა მიეკუთვნებოდეს საიტი, ის მაინც ერთი ძირითადი პრინციპით იქმნება. ნებისმიერი ტიპის საიტზე მუშაობა განსხვავდება მხოლოდ შექმნაზე დახარჯული დროით, გამოყენებული ტექნოლოგიებით და სცენარით, და როგორც წესი შეიცავს ერთსა და იმავე სამუშაო ეტაპებს:

  • გეგმარება
  • პროექტირება
  • დიზაინი
  • კინძვა-აწყობა
  • პროგრამირება
  • მზა კომპონენტების ინტეგრაცია
  • მასალებით შევსება
  • ტესტირება
  • გაშვება
  • პოპულარიზაცია

შეთავაზებები:

საიტის სტრუქტურები

ონლაინ მაღაზია 1800 ლარიდან
პროდუქციის კატალოგი 1100 ლარიდან
სიახლეების პორტალი 1300 ლარიდან
პერსონალური ვებ-გვერდი 400 ლარიდან
SEO (საძიებო ოპტიმიზაცია) 120 ლარიდან
საიტის ადმინისტრირება თვეში 40 ლარიდან


გრაფიკული მომსახურება

ლოგოები 80 ლარიდან
კორპორაციული სტილი 400 ლარიდან
ბანერები 60 ლარიდან

blue-guaranteeვებ-დიზაინ სტუდია "GT Studio" გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის წარმატებულად მართვა პოპულარიზაციისათვის ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის სრულ სპექტრს. პროფესიონალური კონსულტაციები, საიტის შექმნა, საიტების აუდიტი, და მზა საიტებისა და სარეკლამო მასალების დახვეწა, საიტების ოპტიმიზაციის სერვისი, საიტების პოპულარიზაცია, რეკლამირება და საძიებო სისტემებში წამოწევა, საიტების პოპულარიზაციის მონიტორინგი, საბანერო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა - ესაა მოკლე ნუსხა იმ მომსახურებისა, რასაც გთავაზობთ ვებ დეველოპერული სტუდია "GT Studio" .

ავტორიზაცია

უკუკავშირი

დაინტერესდით?

დაგვირეკეთ                   მოგვწერეთ

+995 32 205 20 16

ან შეავსეთ ქვემოთმოყვანილი ფორმა და ჩვენ დაგირეკავთ.